LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ მეტრეველი: „ოთხი წელი სრულდება, რაც ჩემი ბიძაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა… რამდენიმე ექიმის ხუშტურზე ვართ დამოკიდებული…“

754
merab-metrevelinews19

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს გამოიძიება უკვე ოთხი წელია, საავადმყოფოში მისი ბიძაშვილის გარდაცვალების შესახებ და ჯერჯერობით, არანაირი შედეგი არ დამდგარა.

გთავაზობთ მერაბ მეტრეველის სტატუსს ამ თემაზე:

„ასეთი არაფერი მინახავს!

19 ივნისს 4 წელი სრულდება, რაც ჩემი ბიძაშვილი ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას მერე მიდის საქმეზე ძიება. უფრო სწორად, არ მიდის, რადგან სამხარაული ამდენი წელია, ექსპერტიზის დასკვნას ვერ იძლევა. მათი პასუხი ასეთია: ექსპერტიზის დროს ექსპერტებს ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს და ჩვენ კანონით არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, მათ დასკვნის დაწერა დავძალოთ, როცა მოუნდებათ, მაშინ დაწერენო. ანუ გამოდის, რომ რამდენიმე ექიმის ხუშტურზე ვართ დამოკიდებული. მოუნდებათ დროზე დაწერენ, მოუნდებათ და 10 წელი არ დაწერენ! ჩვენ უკვე 4 წელია ველოდებით!

ეს საერთოდ ქვეყანაა?!

ჯანდაცვის სამინისტრო

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g