LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ ნინიძე ემიგრანტობის შესახებ: „ემიგრაცია ავადმყოფობასავითაა, უნდა მოიხადო… ამ დროს მიგაქვს რაღაც შენი სამშობლოდან…“

275
მერაბ ნინიძე მთავარი

მსახიობმა მერაბ ნინიძემ, რომელიც წლებია, გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, „შუადღეს“ გაუმხილა, როგორია ემიგრაციაში ყოფნა და ასევე ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილ გადაცემაში ისაუბრა კომპოზიტორისა და შემსრულებლის შესანიშნავ მემკვიდრეობაზე, რომელიც როგორც ემიგრანტმა, თან გაიყოლა.

„დიდი ხნის წინ, როცა ემიგრაციაში წავედი, მონატრება, სენტიმენტი გამყვა, ვერ პოულობ იქ, სადაც გადასახლდი. ამბობენ, რომ ემიგრაცია ავადმყოფობასავითაა, უნდა მოიხადო, შენმა მთელმა სხეულმა, სულმა უნდა გამოიმუშაოს და შეეგუოს ახალ ტერიტორიას. ამ დროს ქვეცნობიერად მიგაქვს რაღაც ხმები შენი სამშობლოდან – ინოლას ხმა მე წავიღე თან, ეს მაკავშირებდა სამშობლოსთან. იმდენად ძვირფასია ჩემთვის და ვიტყვი, რომ საკრალურიც…“

Asia Pacific Screen Awards-მა მერაბ ნინიძე საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დაასახელა

მერაბ ნინიძის როლი ,,ნეტფლიქსის” ,,ფროიდში”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g