LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Asia Pacific Screen Awards-მა მერაბ ნინიძე საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დაასახელა

1023
242732804-0-177-2706-1699-1280x0-80-0-0-a98455834903b5fb3ad377885903e83d

ავსტრალიაში გამართული აზიური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიაზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო მერაბ ნინიძემ მოიპოვა. მას ჯილდო ალექსეი გერმანის (უმცროსის) ფილმში House Arrest შესრულებული მთავარი როლისთვის გადასცეს. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ამავე ნომინაციაში წარდგენილი იყო ლევან თედიაშვილი (ფილმი “მეოთხე ბრაიტონი”, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი).

ცერემონიის მსვლელობისას რეჟისორმა დეა კულუმბეგაშვილმა კი მისი მომავალი ფილმის პროექტისთვის Historia – APSA Academy Film Fund-ის გრანტი მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები