მომღერალი მერაბ სეფაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სეფაშვილი „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ „საყოველთაო-სახალხო შეკრებას” ეხმაურება.
„რას ერჩით ამ ხალხს რა გინდათ”- წერს მერაბ სეფაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, დღეს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. როგორც ცნობილია პარლამენტთან დაანონსებულ შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი, შეკრება კი 18:00 საათიდან დაიწყება. მისი თქმით, 29 აპრილს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას შეკრებაში, „მოლოდინსაც კი გადააჭარბებს“.
რას ერჩით ამ ხალხს რა გინდათ ❤️
Posted by Sandro Merab Sepashvili on ორშაბათი, 29 აპრილი, 2024