LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ ტურავა მასზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს

117

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ მთავარი პროკურატურა უკვე დატოვა.

როგორც საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის მერე განაცხადა, მას გამომძიებელმა კითხა, ხომ არ ჰქონდა ადგილი მის მიმართ ზეწოლის ფაქტებს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით.

როგორც მერაბ ტურავამ აღნიშნა, მის მიმართ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

გიორგი პაპუაშვილის განცხადების საფუძველზე პროკურატურა მოსამართლეების გამოკითხვას განაგრძობს.

magti 5g