LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვატო წერეთელი, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაიბარეს

68
ვატო წერეთელი

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ვატო წერეთელი პროკურატურაში დღეს, 18:00 საათზე მივა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, „ქართული ოცნების“ სხვა წევრები.

თავად ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა.“

რას უკავშირებს ვატო წერეთელი ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირებას – “დარწმუნებული ვარ, ჩაიდო გულში, სადაც დამინახა და მიეცა შანსი, გააკეთა ჯგუფური თავდასხმა”

ვატო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, ასეთ საქციელს მოჰყვა დაპირისპირება მათ შორის, დანარჩენები ვაშველებდით! – ირაკლი ზარქუა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები