LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვატო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, ასეთ საქციელს მოჰყვა დაპირისპირება მათ შორის, დანარჩენები ვაშველებდით! – ირაკლი ზარქუა 

229
ირაკლი ზარქუა

“ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას შეფასებით, ის, რაც აშშ-ის საელჩოში „ქართული ოცნების“ წევრ ანრი ოხანაშვილსა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელს, ვატო წერეთელს შორის მოხდა, ანრი ოხანაშვილის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

„დღეს ადგილი ჰქონდა ბინძურ პროვოკაციას, ჩემი მეგობრის, ანრი ოხანაშვილის მიმართ!! ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე, ვატო წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რომლის აქ დაწერაც კი მეუხერხულება. ბუნებრივია, ასეთ საქციელს და ამ შეურაცხყოფის მოტივის და მიზეზის დადგენის მცდელობისას, მოყვა გარკვეული შელაპარაკება და დაპირისპირება მათ შორის!!!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ მათ შორის! ხოლო დანარჩენები, ვინც იქ შევესწარით ამ ამბავს, მათ ვაშველებდით! ეს არის სიმართლე და ეს ნახა იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა, ამას დაადგენს კადრებიც, თუ გასაჯაროვდა, ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4 კაცმა გავლახეთ და დავჩაგრეთ, ეს არის მტკნარი სიცრუე და ეს არაფერში წერია!!! ბუნებრივია, ცუდია რაც მოხდა და მიუღებელია, მაგრამ როდესაც შეურაცხყოფას მიაყენებ სხვას, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ პასუხს მიიღებ იმ კაცისგან! კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა დასაგმობია რაც მოხდა და მიუღებელი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ანრის წინააღმდეგ!“,- წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.

“შოკში ვარ ინგა” – ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

ანრი ოხანაშვილი: ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი

აშშ-ის საელჩო ვატო წერეთლისა და ანრი ოხანაშვილის დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები