თუ 90-იანებში მერაია ქერი თავისი მრავალრიცხოვანი ჰიტებით აოცებდა მაყურებელს, ამჯერად მომღერალი სხეულის ფორმების დემონსტრირებით, დიეტებითა და ახალი ჩაცმის სტილით იქცევს ყურადღებას. ვულგარულ სამოსში გამოწყობილი ქერი ფოტოგრაფებმა ამჯერად ლონდონის ერთ-ერთი სასტუმროდან გამოსვლისას გადაიღეს.
დეკოლტირებულ ვიწრო კაბაში გამოწყობილი მომღერალი უღიმოდა ფანებს, რომლებმაც კუმირთან სელფის გადაღებაც მოახერხეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მომღერალს თან ახლდა დაცვის წევრთა, ვიზაჟისტთა და სტილისტთა მთელი არმია. ამას ემატებოდა ათობით ჩემოდანი, რომელიც მხოლოდ ერთი დღის ვიზიტისთვის იყო გათვლილი.