LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერი მზად არის, ბრაიან ტანაკას ცოლად გაყვეს

138

33 წლის ბრაიან ტანაკა არამარტო ქორეოგრაფი და მერაია ქერის ახალი ბოიფრენდია, რომლის გამოც პოპ-დივა მილიარდერ ჯეიმს პეკერს დაშორდა, არამედ შესაძლოა მისი მომავალი მეუღლეც არის. ინსაიდერების ცნობით, მერაიამ თავის მეგობრებს განუცხადა, რომ ტანაკაზე, რომელთან რომანიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, დაქორწინებისთვის მზად არის.

„მერაია უკვე საუბრობს ქორწინებასა და მომავალ შვილებზე. მას უზომოდ უყვარს თავისი ბოიფრენდი – ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც მას სჭირდება“ – აცხადებს წყარო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g