LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერი საქმროს მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 50 მილიონ დოლარს სთხოვს

88

მერაია ქერისა და ჯეიმს პაკერის დაშორების ამბავი კვლავ ტაბლოიდების განხილვის მთავარ თემად რჩება. ამჯერად ცნობილი ხდება ახალი დეტალები წყვილის ურთიერთობიდან.

გამოცემა TMZ სანდრო წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მერაია ქერისა და ჯეიმს პაკერს სექსი ამ დრომდე არ ჰქონიათ და ამის მიზეზი მერაიას ტრადიციული შეხედულებები იყო. ცნობილია, რომ სასტუმროში მათ სხვადასხვა ოთახებში ეძინათ და ურთიერთობა მხოლოდ რომანტიკული შეხვედრებითა შემოიფარგლებოდა.

აქამდე ცნობილი იყო ის ფაქტიც, რომ მერაიამ უარი თქვა პირველ ქმართან ქორწინებამდე ურთიერთობაზეც. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ყოფილმა ქმარმა, ნიკ ქენონმა განუცხადა.

კიდევ ერთი დეტალის შეხებ წერს დღეს მედია. მერაია ქერი პაკერს მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 50 მილიონ დოლარს სთხოვს. როგორც მომღერალი აცხადებს, ის სწორედ პაკერის გამო გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში და ასევე საბერძნეთში მათი ერთობლივი ვიზიტის დროს ცაშალა კონცერტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g