ბრიუსელში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მერაია ქერიმ ბელგიის დედაქალაქში დაგეგმილი კონცერტი გადადო. ამერიკელი მომღერლის თქმით, გადაწყვეტილება მისი და თაყვანისცმლების უსაფრთხოებისთვის მიიღო.
„მიყვარს ჩემი ბრიუსელელი მსმენელები და ამიტომაც გავითვალისწინე რჩევა, გადავდო შოუ მათი და ჩემი ჯგუფის უსაფრთხოებისთვის – ყველას გამო, ვინც ჩემს ტურში მონაწილეობას იღებს,“ – დაწერა ქერიმ „ინსტაგრამზე“.
თაყვანისმცემლები იმედოვნებენ, რომ მერაია ბრიუსელში მოგვიანებით კონცერტს მაინც გამართავს.
