LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერიმ ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე კლასიკური იტალიური ჰიტი – Volare შეასრულა – ღონისძიებაზე ანდრეა ბოჩელიმ და ლაურა პაუზინიმაც იმღერეს

189
page

6 თებერვალს, სან-სიროზე, ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა. წამყვანი მედია გამოცემების შეფასებით, ღონისძიებამ თავისი პომპეზურობითა და სანახაობრიობით ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. წერენ, რომ იტალიელებმა შოუთი ხელოვნების, ისტორიის, მოდისა და პოლიტიკის იდეალური სინთეზი წარმოაჩინეს.

საზეიმო საღამოს მუსიკალურმა ნაწილმა გრანდიოზულად ჩაიარა.

ცერემონიის ეფექტურ ,,ჰაილაითად” მერაია ქერის გამოსვლა იქცა. არტისტი იტალიურად ამღერდა და კლასიკური ჰიტი – Volare შეასრულა.

ღონისძიებაზე ლოკალური სცენის საკულტო შემსრულებლების – ანდრეა ბოჩელისა და ლაურა პაუზინის პერფორმანსებიც შედგა. ამ უკანასკნელმა იტალიის სახელმწიფო ჰიმნი იმღერა.

შოუზე პატივი ჯორჯო არმანის ხსოვნასაც მიაგეს. ცნობილი ფაქტია, რომ იტალიელი დიზაინერი, რომელიც შარშან, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, დიდი ხნის განმავლობაში იტალიის ოლიმპიური გუნდის უნიფორმებს ქმნიდა. მემორიალური მომენტის მთავარი გმირი, მოდელი – ვიტორია ჩერეტი იყო.

ცნობისთვის, ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშები მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში, 22 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები