ამ დღეებში მერაია ქერიმ ჟურნალ paper-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა, ქერი არაჩვეულებრივად გამოიყურება, თუმცა მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ინტერნეტ მომხმარებლები ვარსკვლავს ფოტოშოპის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ქერიმ ისეთად უნდა მიიღოს თავი, როგორიც სინამდვილეში არის და თავის მოჩვენება საჭირო არ არის. მაგალითად კი ბოლო კონცერტი მოჰყავთ, სადაც წონაში მკვეთრად მომატებული მერაიას შესახებ დღემდე საუბრობენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქერი ფოტორედაქტორის ბოროტად გამოყენებაში ამხილეს. არსებობს ფოტოები, სადაც დამუშავების შედეგად დაშვებული შეცდომები არის გამოყოფილი, ხოლო თაყვანისმცემლები მოუწოდებენ მერაიას, რომ მსგავს მეთოდებზე უარი თქვას.