წლის ბოლოსკენ გამოცემა „ბილბორდი“ სადღესასწაულო ჩარტების, Holiday 100 პირველი კვირის შედეგებს ავრცელებს ხოლმე. გამონაკლისი არც მიმდინარე წელია.
აღსანიშნავია, რომ ჩარტებს მერაია ქერი და მისი ჰიტი All I Want for Christmas Is You დაუბრუნდა და ჩარტების ლიდერიც გახდა. სიმღერა აღნიშნულ ჩარტში უკვე 44-ჯერ მოხვდა, პირველი ადგილი კი 41-ედ დაიკავა. კომპოზიცა მიმდინარე კვირაში „ბილბორდის ცხელი ასეულის“ მე-14 პოზიციაზეც განთავსდა.
შეგახსენებთ, გასულ წელს 1994 წელს გამოშვებულმა კომპოზიციამ გამოსვლიდან 25 წლის შემდეგ ამერიკული ჩარტები პირველად დაიპყრო.
- „ბილბორდის ცხელ ასეულში ყველაზე წარმატებული სოლო მომღერლის მიერ შესრულებული საახალწლო სიმღერა“
- „ქალი არტისტის სიმღერა, რომელმაც 24 საათის განმავლობაში Spotify-ზე ყველაზე მეტი მოსმენა მოაგროვა“
- „საახალწლო სინგლი, რომელმაც ბრიტანეთის ჩარტში ყველაზე გრძელი პერიოდი, 20 კვირა გაატარა.
მერაია ქერი პირველი შემსრულებელი გახდა, რომელიც Billboard Hot 100-ის ლიდერი, 4 ათწლეულის განმავლობაში პერმანენტულად ხდებოდა. სიმღერამ ჩარტების პირველი ადგილი 90-იან, 200-იან, 2010-იან და 2020-იან წლებში დაიკავა.