Mercedes-AMG-ის ჰიპერქარის თითქმის მთელი ტირაჟი პრემიერამდე ერთი წლით ადრე გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Mercedes-AMG-ის ხელმძღვანელზე, ტობიას მოერსზე დაყრდნობით ”Automotive News” ავრცელებს.
მოერსის განცხადებით, კომპანიას მყიდველების ფაქტობრივად სრული სია აქვს. ავტომობილის ტირაჟი 200 ან 300 ეგზემპლარი იქნება.
”ეს უბრალოდ წარმოუდგეენელი ავტომობილია, რომელსაც ბაზარზე ანალოგი არ ექნება”, – აღნიშნავს Mercedes-AMG-ის ხელმძღვანელი.
ჰიპერქარს ისეთივე ძრავი ექნება, რომელსაც Mercedes-ის სარბოლო ბოლიდებზე იყენებენ.
ჰიპერქარზე სისტემებს: MGU-H-სა და MGU-K-ს გამოიყენებენ. პირველი მათგანი ტურბინის მუშაობის შედეგად გამოყოფილი ენერგიის რეკუპერაციაზე აგებს პასუხს, მეორე კი კინეტიკურ ენერგიაზე, რომელიც დამუხრუჭებისას გამომუშავდება.
Mercedes-AMG ”ფორმულას” ტექნოლოგიებით 2017 წლის ბოლოს გამოჩნდება, პრემიერა კი AMG-ის 50 წლის იუბილეს დაემთხვევა. პირველი ავტომობილები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 2-დან 3,5 მილიონ დოლარამდე იქნება, კლიენტებამდე 2018 წლის მეორე ნახევრისთვის მიაღწევენ.