Youtube არხმა Carwow-მ გერმანული, ინგლისური და იტალიური კროსოვერების შერკინება გადაწყვიტა. ექსპერტებმა ავტომობილების დინამიკა, სტარტიდან განვითარებული სიჩქარე და მუხრუჭის ეფექტურობა შეამოწმეს.
3 ყველგანმავალი საავტომობილო სამყაროს წამყვან მოდელებად ითვლება. ბრიტანული Jaguar F-Pace SVR 5,0 ლიტრის მოცულობის ძრავითაა აღჭურვილი და V8 ძრავს 550 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ავტომობილი 1775 კილოგრამს იწონის.
ლეგენდარული Mercedes-AMG G 63 მოძრაობაში 4,0 ლიტრის მოცულობის V8-ს მოყავს და აგრეგატს 585 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. მოდელი თავის კონკურენტებზე ცოტა უფრო მძიმეა და 2485 კილოგრამს იწონის.
ყველაზე მსუბუქი და სუსტიც Alfa Romeo Stelvio Quadrifoglio Verde-ა. კროსოვერი 2,9 ლიტრის მოცულობის V6 ბიტურბოძრავითაა აღჭურვილი. იტალიელთა შემოქმედებას 519 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია და „იაგუარზე“ 115 კილოგრამით უფრო მსუბუქია.
ხოლო თუ როგორ დამთავრდა რბოლა, ამის ნახვა ვიდეოში შეგიძლიათ.