Mercedes-Benz ჩინეთში ყოველ მეშვიდე თანამშრომელს გაათავისუფლებს. ბრენდის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ რთული საბაზრო პირობების ფონზე და საავტომობილო წარმოების ტრანსფორმაციის გამო ბიზნესის კორექციის აუცილებლობა გახდა საჭირო. ბიზნეს-პროცესები და საორგანიზაციო სტრუქტურების კორექტირება წარმოების შემცირებას მოითხოვს, რაც ბუნებრივია ზოგიერთ თანამშრომელზეც აისახება. Mercedes აპირებს, რომ ჩინეთში პერსონალის 15% შეამციროს.
გერმანული ბრენდი აპირებს, რომ 2027 წლისთვის საწარმოო ხარჯები 10%-ით შეამციროს, დახუროს ნაკლებად ეფექტური ქარხნები და მიწოდების ჯაჭვი მაქსიმალურად ნაკლებად ხარჯიანი გახადოს. იმ მუშათა ზუსტი რიცხვი, რომელიც სამსახურის გარეშე დარჩება, არ სახელდება, თუმცა ჟურნალისტთა შეფასებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამსახურის გარეშე 20 ათასი ადამიანი დარჩება.