კომპანია Mercedes-Benz-მა შვილობილი კომპანიის Yasa მიერ შემუშავებულ ძრავ-საბურავს ახალი გამოყენება უპოვა. მიიჩნევა, რომ მოწყობილობის რეკუპერაციული შესაძლებლობები იმდენად მაღალია, რომ მომავალში უკანა მუხრუჭების გარეშე ფუნქციონირება იქნება შესაძლებელი.
რეკუპერაციის ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელი იქნება უკანა მუხრუჭების მნიშვნელოვნად შემცირება, ხოლო ზოგი არქიტექტურის შემთხვევაში მათი მთლიანად გაქრობა, მუხრუჭების ფუნქციის ელექტრო ძრავისთვის დაკისრებით.
შედეგად, ასეთი გაუმჯობესება არა მხოლოდ გაამარტივებს მთლიან კონსტრუქციას, არამედ მომავალ ელექტრომობილებს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს. შემქმნელების შეფასებით, სხვაობა 200-500 კილოგრამი იქნება.
Yasa-ს მოსაზრებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა კომპაქტურობა. მცირე ძრავები, რომლებიც ჩადგმულია ბორბლებში, უზრუნველყოფს დამატებით სივრცეს მანქანაში, რაც, როგორც კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა საიმონ ოდლინგმა აღნიშნა, აეროდინამიკის სპეციალისტებს უპრეცედენტო თავისუფლებას აძლევს.