LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-ის ვარსკვლავის დამამზადებელი ქარხანა გაკოტრდა

111
56765

Mercedes-Benz-ის საფირმო ვარსკვლავის მომწოდებელი გაკოტრდა. გერმანული ფირმა Gerhardi Kunststofftechnik GmbH ვერ გაუმკლავდა გამოწვევას, რომელსაც თანამედროვე ევროპული ავტო სამყარო ელექტროქარებზე მოთხოვნის ზრდის გამო აწყდება. კომპანია, რომელიც 1796 წელსაა დაარსებული და 2 მსოფლიო ომი აქვს გადატანილი, ბანკროტია. და ის არ არის ერთადერთი, ვისაც კრიზისის გამო მძიმე დრო უდგას.

Gerhardi-მ თავი ბანკროტად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც პროდუქციის მოთხოვნა წარმოუდგენლად შემცირდა. თუ რა ბედი ეწევა 1500-მდე თანამშრომელს ჯერ-ჯერობით უცნობია. ფირმამ თავისი გზა 2 საუკუნის წინ დაიწყო და თავიდან მეტალის ნაკეთობებს ამზადებდა, შემდეგ Mercedes-ის ვარსკვლავებზე გადავიდა და ბოლო წლები სწორედ ამით იყო დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილების გაყიდვების ვარდნის ფონზე სხვა მომწოდებლებსაც უწევთ წარმოების შემცირება. მაგალითად, ფრანგული Forvia SE(Volkswagen-ის და Stellantis-ის მომმარაგებელი) 1000-ზე მეტ სამუშაო ადგილს ამცირებს, გერმანულ Webasto SE-ს კი მილიარდი ევროს ვალი დაუგროვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები