LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მერე გამიხსენებენ, მომიგონებენ” – 92 წლის დურგალი გურჯაანიდან, რომელიც სკვერისთვის სკამებსა და საქანელებს ამზადებს

1353
BeFunky-collage (53)

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომელშიც საკუთარი სურვილით ამავე სოფლის უხუცესი მკვიდრი ოთარ მატიაშვილი ჩაერთო.

საქართველოს ჯანდაცვის ფედერაციამ გაავრცელა ვიდეომასალა და საზოგადოებას გააცნო 92 წლის დურგალი, რომელიც კეთილ საქმეში მონაწილეობით ბედნიერია.

როგორც ოთარ მატიაშვილი ამბობს, ყველა შესაბამისი ხელსაწყო აქვს, რომ სკვერისთვის სკამები და საქანელები დაამზადოს.

“ბედნიერი ვარ, რომ ამ კეთილ საქმეში ვიღებ მონაწილეობას. მერე გამიხსენებენ, მომიგონებენ. მიხარია, რომ ჩემი საქმით ვეხმარები სოფელს. ყველანაირი დანადგარი და ხელსაწყო მაქვს, რომ დავამზადო სკამები და საქანელები. ნახევარი სოფლის სახლის სახურავები ჩემი გამართულია” – ამბობს ოთარ მატიაშვილი.

https://www.facebook.com/HealthFederationOfGeorgia/videos/880156629140498

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g