LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერე რა, რომ პრეზიდენტია. სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? რატომ უნდა იყვნენ პრივილეგირებული ადამიანები?: გიორგი ფხაკაძე სააკაშვილზე

839
ფხაკაძე - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ციხეში ადამიანები პრივილეგირებულები არ უნდა იყვნენ.

მისი თქმით, მას ეგონა, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანის ნაცვლად, რუსთავის ციხეში დარჩებოდა და მოითხოვდა ყველა პატიმრისთვის გაუმჯობესებულიყო სამედიცინო პირობები.

„არც ერთი ადამიანი არ მინდა, იყოს ციხეში… სააკაშვილი პრეზიდენტია, მაგრამ ის არის პატიმარი. სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? სააკაშვილს სჭირდება სამედიცინო დახმარება და სხვა პატიმარს არა? ამდენი კონსილიუმები სხვა პატიმრებზე რატომ არ არის? რამდენი პატიმარი გარდაიცვალა ციხეში, იმიტომ, რომ…

მე, როგორც ექიმმა, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. მე მეგონა, რომ სააკაშვილი, როგორც ოპოზიციის ლოკომოტივი, იტყოდა, რომ გორში და საზღვარგარეთ გადაყვანა კი არა, დავრჩები რუსთავის ციხეში და მოვითხოვ, ყველა პატიმრისთვის იყოს გაუმჯობესებული პირობები, იყოს საუკეთესო სამედიცინო სერვისი მოწოდებული… ჩემი საქმე არ არის, სააკაშვილი მართალია თუ არა… ამდენი ადამიანი მხარს გიჭერს, ოპოზიციის ლიდერი ხარ, მოითხოვეთ, რომ გაკეთდეს ისე, რომ ციხის საავადმყოფო საუკეთესო იყოს საქართველოში…ეს ვერ დავინახე… მერე რა, რომ პრეზიდენტია. სხვა პატიმრებმა რა დააშავეს? რატომ უნდა იყვნენ პრივილეგირებული ადამიანები?“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g