თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში ღამის გათენების შემდეგ, აქციის მონაწილეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ადგილზე რჩებიან.
ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და განაცხადეს, რომ პროტესტი გრძელდება და დაშლას არ აპირებენ, მათ მოქალაქეებს ჭავჭავაძის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდეს.
სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იმყოფება ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ადგილიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
„მერე რომ სპეკულაციები არ იყოს, სად იყვნენ ლიდერებიო, იყოს ეს ფოტოები აქ ისტორიისთვის. 07:20. 18.11.2024“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
მერე რომ სპეკულაციები არ იყოს, სად იყვნენ ლიდერებიო, იყოს ეს ფოტოები აქ ისტორიისთვის. 07:20 18.11.2024
Posted by Nanuka Zhorzholiani on კვირა, 17 ნოემბერი, 2024
თბილისო, ბოდიში შეფერხებისთვის, ვარემონტებთ ევროპაში მიმავალ გზას.
Posted by Nanuka Zhorzholiani on კვირა, 17 ნოემბერი, 2024