LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია ძუძუს კიბოს მკურნალობას დააფინანსებს

94

უპრეცენდენტო დაფინანსება – ადრეული ძუძუს კიბოს განკურნებისთვის მერია პრეპარატ ჰერცეპტინით მკურნალობას დააფინანსებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს შედგა. მერია HER2-დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პაცინტებისთვის ჰერცეპტინით მკურნალობას ერთი წლის განმავლობაში 28 080 ლარით დააფინანსებს, სოციალურად დაუცველი ასეთი პაციენტისთვის კი მკურნალობა 35 100 ლარით დაფინანსდება.

როგორც რადიო ”ფორტუნას” ონკო–პრევენციის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა რემა ღვამიჩავამ განუცხადა, ამ დიაგნოზით დაავადებულთა მკურნალობის მხოლოდ ერთი კურსი საშუალოდ 4 ათასი ლარი ღირს, რაც თითოეული პაციენტისთვის საკმაოდ დიდი ხარჯია, მერიისა და პრეპარატის მწარმოებელ შვეიცარულ კომპანიას შორის მოლაპარაკებების შედეგად კი ეს უკვე ნებისმიერი, ამ დიაგნოზის მქონე პაციენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება. პროექტი უკვე დაწყებულია და მერიაში საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, პაციენტებს უფასო მკურნალობის კურსის დაწყება შეუძლიათ.
რაც შეეხება პრეპარატ ჰერცეპტინის ეფექტურობას. როგორც რემა ღვამიჩავამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ჰერცეპტინი ძუძუს კიბოს მხოლოდ გარკვეული ფორმით დაავადების შემთხვევაში გამოიყენება, ეს არის HER2-დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზი.

„ამ პრეპარატით მკურნალობა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დღეისთვის ”ოქროს სტანდარტად” მიიჩნევა და ალტერნატივა არ აქვს. კონკრეტულად ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, ეს არის დღესდღეობით მსოფლიოში ერთადერთი, საერთაშორისოდ აღიარებული და ოპტიმალური მკურნალობის გზა, რომელიც გარანტირებული, კარგი შედეგით სრულდება,“ – განაცხადა რემა ღვამიჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები