LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ხელფასს ვერ მოუმატებს

72

დავით ნარმანია ამბობს, რომ მერიას მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსები არ აქვს.

“რაიმე არსებითი მოთხოვნა არ არის, არის სოლიდარობის ნიშნად მათი გამოსვლა, რომელსაც ადმინისტრაცია ადეკვატურად უპასუხებს. შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად მათ გვერდით ვდგავართ”, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, თუ საჭირო გახდება, ნარმანიას მოადგილე კურატორი აქციის მონაწილეებს შეხვდება.

“მერიას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით რესურსი არ აქვს, რადგან წელს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რესურსის ოტიმიზაცია გამოვაცხადეთ და ეს ეხება ყველა სამსახურს. შემცირებით არ შეგვიმცირებია, მაგრამ გაზრდის რესურსი წელს არ გვაქვს”, -განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g