ყვარლის ყოფილ კინოთეატრში ხანძარი ლოკალიზებულია. ყვარლის მერიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მატერიალური ზარალი არ მიუღიათ. მათი თქმით, შენობა დიდი ხანია, უფუნქციო იყო.
ხანძრის ლიკვიდირებისთვის ადგილზე ყვარლის სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად დამატებით გამოძახებული თელავისა და გურჯაანის სახანძრო ჯგუფები მუშაობდნენ. სულ ხანძარს 10 სპეცმანქანა აქრობდა.