LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მერიდება რაიმე პირადულის გაზიარება, მაგრამ თავს უფლებას მივცემ” – ორი რამ, რაც ნანა გეგეჭკორს ყველაზე მეტად უყვარს

292
ნანა გეგეჭკორი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი ბავშვობის მოგონებებს იხსენებს.

ექიმი სოციალურ ქსელში წალენჯიხის ერთ-ერთი სოფლის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მისი საყვარელი ადგილიდან, ერთ-ერთი სწორედ ეს არის, სადაც დევნილობის წლები გაატარა:

“ჩვენს თავს ისეთი უბედურებები ტრიალებს მერიდება რაიმე პირადულის გაზიარება, მაგრამ რახან წალენჯიხა ასეთი ტრენდულია, თავს უფლებას მივცემ…

ეს ადგილი ჩემი ბავშვობის უძვირფასესი მოგონება და მსოფლიოში ორ უსაყვარლეს წერილს შორის ერთ-ერთია.

ორი წერტილი მიყვარს ამ სამყაროში გამორჩეულად, გალი (ჩემი სახლი) და წალენჯიხის სოფელი ჯგალი (დედულეთი).

ეს ფოტო ჩვენი აივნიდანაა გადაღებული. ბებიას ეზო, ხედები სახლის ყველა კუთხიდან, ადამიანები სოფლიდან, მდინარე ჭანისწყალი წარმოუდგენელი ამბებია, რაც ჩემს ბავშვობას სრულიად განსაკუთრებულს ხდის. ამ ეკლესიის ეზოში მდებარე სკოლაში დევნილობის ორი წელი გავატარე.

დევნილობის უბედურებაც კი რომ გიმსუბუქდება, ის ადგილია ჯგალი.” – წერს გეგეჭკორი “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g