LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერილ სტრიპმა წვიმიან რომში ნამდვილი ფურორი მოახდინა (ფოტო)

341

მერლ სტრიპი აქტიურადაა დაკავებული ახალი ფილმის „Florence Foster Jenkins“-ის პრომოუშენით. ამჯერად მსახიობმა ფილმი რომის კინოფესტივალის ფარგლებში წარადგინა. მიუხედავად ცუდი ამინდისა, პრემიერა მართლაც დასამახსოვრებელი გამოვიდა. ფოტოებზე ჩანს, რომ წითელ ხალიჩაზე მოსულ სტუმრებს ქარისა და წვიმის გამო დისკომფორტი შეექმნათ. საგანგებოდ მომზადებული ოსკაროანი მსახიობი კი, ულამაზეს ატლასის  ანსამბლში, ქოლგით ხელში გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე და ფოტოგრაფებისთვის პოზირებაც მოასწრო. მეტიც, 67 წლის მსახიობმა ფანებთან ფოტოების გადაღებაც მოახერხა.

ფილმი „Florence Foster Jenkins” ცნობილ საოპერო მომღერალზე მოგვითხრობს, რომელსაც სმენა არ ჰქონდა და ამის მიუხედავად საქვეყნო აღიარება მოიპოვა. ფლორენს ფოსტერ ჯენკინსის როლს ფილმში 66 წლის სტრიპი განასახიერებს. სურათი კომედიური ჟანრისაა და ბიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g