LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მერო კახა კალაძე, თქვენ რაღაც არასწორად გაიგეთ: რევოლუციას არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან ახალგაზრდა თაობა, არამედ მმართველი პარტია გეგმავს – საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი“ – მიხაელ როთი

207
მიხაელ როთი კახა კალაძე

საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი, – ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი თბილისის მერის განცხადებას, რომლის მიხედვით „ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა“.

„მერო კახა კალაძე, თქვენ რაღაც ნამდვილად არასწორად გაიგეთ: რევოლუციას არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან საქართველოს ახალგაზრდა თაობა, არამედ თქვენი ქვეყნის მმართველი პარტია გეგმავს. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი!“, – წერს მიხაელ როთი X-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები