LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მერსედესის“ გუნდის მრბოლელმა ლუის ჰამილტონმა ესპანეთის გრან–პრი მოიგო

38
formula1news

„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰამილტონმა „ფორმულა–1“–ის მეოთხე ეტაპი – ესპანეთის გრან–პრი მოიგო.

ბრიტანელმა 66 წრე 1 საათში, 33 წუთსა და 7,680 წამში გაიარა. რბოლაში მეორე ადგილი ნიდერლანდელმა სპორტსმენმა, „რედ ბულის“ გუნდის წევრმა, მაქს ფერსტაპენმა დაიკავა. მან ჰამილტონს 15,841 წამით დაუთმო.

რიგით მესამე ფინიშის ხაზთან ვალტერ ბოტასი მივიდა  – ლუისის პარტნიორი „მერსედესში“, რომელიც კოლეგას 26,610 წამით ჩამორჩა.

აღსანიშნავია, რომ რბოლის საუკეთესო წრე მაქს ფერსტაპენმა აჩვენა.

„ფორმულა–1“–ის შემდეგი ეტაპი – მონაკოს გრან–პრია. ჩემპიონატი 20–23 მაისისთვისაა ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g