ყვარლის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა, 24 წლის ბიჭს, ლევან დოლენჯაშვილს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ის სოფელ საცხენედან 3 დღის წინ გავიდა და აღარ დაბრუნდა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა ბოლოს, სოფლის ახალგაზრდებთან ერთად სუფრასთან იმყოფებოდა.
დოლენჯაშვილის ძებნის ოპერაციაში ადგილობრივები, სამაშველო სამსახურები და სასაზღვრო პოლიციაა ჩართული.