LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე ძალის ძლიერ კანდიდატს თუ დავაყენებთ, მას ექნება შესაძლებლობა, მეორე ტურში დაამარცხოს კახა კალაძე: გიორგი ვაშაძე

77
გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათთვის პირველი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ ნაწილში 43 პროცენტი ვერ მიიღოს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

მისივე თქმით, ყველაზე სწორი იქნება, ჩამოყალიბდეს მესამე ძალა და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ საჭიროა ხალხს მიეცეს არჩევანი.

“არ არის არჩევანი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. არ არის არჩევანი მხოლოდ აწმყოსა და წარსულს შორის. არჩევანი არის აწმყოსა და მომავალს შორის.”

როგორც ვაშაძე აცხადებს, იგი გუნდთან ერთად ამ საკითხზე მუშაობს და იმედი აქვს, რომ პირველი ეტაპის კონსოლიდაცია  მოხდება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ხოლო შემდგომი ეტაპის კონსოლიდაცია უკვე მოხდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის – განცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე არ აკონკრეტებს, ვის მოიაზრებს მესამე ძალად.

„არ მაქვს უფლება, ამაზე წინასწარ ვისაუბრო. ნახავთ, როდესაც კონსულტაციებს დავამთავრებთ. ვმსჯელობთ როგორც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, ასევე კონკრეტულ პიროვნებებთან, რომლებიც შეიძლება, პოლიტიკაში ჩაერთონ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ

ვაშაძე ამბობს, რომ მესამე ძალის ძლიერ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა, მეორე ტურში დაამარცხოს კახა კალაძე.