LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მესამე ფეხმძიმობის დროს იყო პერიოდი, როდესაც ერთი შოთის პური მიყიდია და დღის მანძილზე გადამინაწილებია.. ბევრს შეიძლება ვერ გაეძლო და ცუდად დაემთავრებინა, ან ფსიქიკურად შეშლილიყო“ – ნინო ლეჟავა

473
ფორტუნა (17)

„მე მქონდა 14 წლიანი ციკლი, როდესაც ძალიან ბევრი გაჭირვება გამოვიარე. ბევრს შეიძლება ვერ გაეძლო და ცუდად დაემთავრებინა, ან ფსიქიკურად შეშლილიყო“.. – ამბობს მსახიობი ნინო ლეჟავა გადაცემაში „თათია შარანგიას სთორი“

„იყო მუხლჩაუხრელი შრომა, ბევრი გაჭირვება, მესამე ფეხმძიმობის დროს იყო პერიოდი, როდესაც ერთი შოთის პური მიყიდია და დღის მანძილზე გადამინაწილებია. და რა მერე, რა მოხდა ხალხო. ხალხი გამოქვაბულში ძლებს 40 დღე უჭმელ-უსმელი. მესმის, რომ ყველა ჩემნაირად ვერ უყურებს ასეთ გაჭირვებას. მე დავამარცხე ის თოთხმეტი წელიწადი. მე ისევ დავდექი ფეხზე.

იყო პერიოდი მიმტანადაც მიმუშავია.

ეს იყო პერიოდი, როდესაც პირველი შვილი მყავდა, „თბილისი ჩემი სახლია“ ახალი გამოსული იყო და ავიღე „ოქროს არწივი„ და ვარ ე.წ. ცნობადი სახე. ქუჩაში ლილის მეძახდნენ, მაგრამ დიდი გაჭირვება იყო.  მე ვიპოვე საქმე.. ჩემმა მეგობარმა მითხრა, დღეგამოშვებით მჭირდება მიმტანიო. სიხარულით წავედი. მე ამავე დროს მეტეხის თეატრის მსახიობი ვიყავი და ღამე ხელნაკეთ ნივთებს ვაკეთებდი“. – იხსენებს ნინო ლეჟავა.

„ჩემი სახლი, ჩემი აღარაფერი გამაჩნია.. როცა ასეთი რამ გემართება, არ უნდა დაეცე. ეს ან იყო ჭკუის სასწავლებელი, ან კარმული ვალი, რომელიც უნდა გადამელახა“ – ნინო ლეჟავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g