ლარის კურსთან დაკავშირებით ჩვენგან დაისვა კითხვები და ამაზე პასუხი იყო, რომ მთავრობა ფიქრობს, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის” დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს პრემიერისა და ბიზნესასოციაციის წევრების შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, მოკლე პერიოდში ეროვნული ბანკის წარმომადგენლების, ბიზნესისა და მთავრობის ჩართულობით შეხვედრა გაიმართება, სადაც ამ საკითხზე იმსჯელებენ.
„კითხვები დაისვა და პასუხი იყო, რომ მოხდება ბიზნესის წარმომადგენლების, ეროვნული ბანკის და მთავრობის შეხვედრა და ერთობლივად ვიმსჯელებთ ამაზე”,- განაცხადა ბუცხრიკიძემ.
ეს პრემიერი არის პრო-ბიზნესური, ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა: ბიზნესი ღარიბაშვილს შეხვდა
ყველა, ვინც კი გამოვიდა, დაახლოებით 15 ადამიანი, ემოციაში იყო
რაც შეეხება პანდემიის ფონზე ბიზნესის საქმიანობას, ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ეკონომიკის ჩაკეტვა მხოლოდ რისკების მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში უნდა მოხდეს. „შეიძლება პოტენციურად თეორიული რისკი არსებობდეს, მესამე ლოქდაუნის, მაგრამ ეს უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რისკები მნიშვნელოვანწილად გაიზრდება”,- განაცხადა ბუცხრიკიძემ.