LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე მსოფლიო არ დაიწყება.. ნატოს მე-4 მუხლის თანახმად, დღეს ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები შეიკრიბებიან! – ბუკა პეტრიაშვილი

101
Untitled design (1)

ყოფილი მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ბუკა პეტრიაშვილი ომის 266-ე დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს.

ბუკა პეტრიაშვილი პოლონეთში მომხდარ აფეთქებაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება, მაგრამ ეს ამბავი ურეაქციოდ არ დარჩება:

„#BუკაDეილიNიუსი მოგახსენებთ, რომ:

რუსეთი არის ტერორირსტი სახელმწიფო! #წერტილი

ხომ იყო მოლოდინი, რომ ერთხელაც ჩამოვარდებოდა ეს დასაწვავი იქს-101 რაკეტა ნატოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე? იიიყოო! ჩამოვარდა ბატონო და 2 პოლონელიც იმსხვერპლა!

ოფიციალური ვარშავა აცხადებს, რომ ეს იყო რუსული რაკეტა და რუსეთის ელჩი გამოძახებულია საგარეოში!

პოლონეთის პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე დღეს ნატოს მე-4 მუხლის თანახმად ბრიუსელში შეიკრიბებიან ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები!

მესამე მსოფლიო არ დაიწყება, ცხადია, მაგრამ ურეაქციოდ რომ არ დარჩება ეს ამბავი, ცხადია!

რა იქნება შედეგი? სავარაუდოდ, უკრაინა მიიღებს მეტ ჰსთ სისტემებს და ნატოს წევრ ქვეყნებში გაძლიერდება დაცვის საშუალებები!

ბალიზე უკვე შეიკრიბნენ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები და მათთან ერთად ევროკავშირის ხელმძღვანელები!

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ესაუბრა ჯერ ზელენსკის შემდეგ ბაიდენს!

პრეზიდენტმა ბაიდენმა უკვე მიმართა კონგრესს თხოვნით, უკრაინისთვის დამატებით 37.7 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის თაობაზე!

გუშინ ტერორირსტმა რუსეთმა 90-მდე რაკეტა ესროლა უკრაინას! აქედან 73 ჩვენებმა ჩამოაგდეს! 100%-იანი შედეგით იმუშავა ნასამს-ის ახლად მოსულმა სისტემებმა! გერმანული ირის-ტ ასევე კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო! ასევე ჩვენებმა ჩამოაგდეს 10 ირანული დრონიც, მაგრამ 20-მდე რაკეტამ და დრონმა მოზანს მაინც მიაღწია! არის 1 მოქალაქე დაღუპული, რამდენიმე დაშავებული და სერიოზულად დაზიანებული კრიტიკული ინფრასტრუქტურა!

ეს არის რუსეთის რეალური სახე და მაქსიმუმი, რაც შეუძლია ბუნკერის ვირთხა პუტლერს მოიმოქმედოს!

რა მოლაპარაკებები? რა მზაობა? რა უპირობოდ მაგიდასთან დაჯდომა? ეს ტერორისტები ესვრიან საცხოვრებელ სახლებს და ენერგოინფრასტრუქტურაა!

განა არ იციან, რომ უკრაინელებს მაგით არა თუ ვერ შეაშინებენ, პირიქით გაამწარებენ, მაგრამ სხვა აღარაფერი შეუძლიათ! ჯარი ხერსონიდან გარბის, ჯაგლაგა ლავროვი სამიტიდან ძუძგავს! ჩინეთის საგარეოს მინისტრმა უშველა (ვაი მაგ შველას, იმანაც ყური აუწია ეტყობა) და გაეროს გენმდივანმაც გაისვარა ხელი მაგაზე ჩამორთმევით, თორემ რუსეთის გამო ტრადიციული ფოტო სესიაც კი გააუქმეს!

მართალი თქვა ზელენსკიმ – დიდი 19 შეკრებაა და არა ოცეულისო!

ფრონტის ხაზებზე ძირითადად პოზიციური ბრძოლებია, მაგრამ მდინარე დნიპროს მარცხენა ნაპირიდან უკვე გვარიანად ითესებიან სიღრმეში ურდო – 15-20 კილომეტრზე, იმიტომ რომ მოადგა ჰაიმარსი და დაასვა სიკვდილის ბუზი!

უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერიას განადგურებულ გაცამტვერებულს ვნახავთ სწრაფად და შეუქცევადად!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.

ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდან არის ნასროლი

პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამო „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა საგანგებო სხდომა გამართეს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g