LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდან არის ნასროლი

62
ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლონეთში მომხდარ აფეთქებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ტერიტორიაზე რაკეტა რუსეთიდან იყოს ნასროლი.

პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამო „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა საგანგებო სხდომა გამართეს

ჯო ბაიდენი აღნიშნავს, რომ ამ კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს:

„არ მინდა ამის თქმა მანამდე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, მაგრამ ტრაექტორიის მიხედვით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან იყო ნასროლი, მაგრამ ვნახავთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

დღესვე, პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამო, ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების საგანგებო შეხვედრა მოიწვია. 

შეგახსენებთ, პოლონეთი საზღვართან მომხდარ აფეთქებას და 2 ადამიანის გარდაცვალებას ოფიციალურად ადასტურებს.

პოლონეთის საგარეო უწყებამ ასევე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ნასროლი რაკეტა. მომხდართან დაკავშირებით, სამინისტროში რუსეთის ელჩიც დაიბარეს.

პოლონეთში მომხდარი ფაქტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვრცლად გაეცნობით აქ:

პოლონეთი საზღვართან მომხდარ აფეთქებას და 2 ადამიანის გარდაცვალებას ოფიციალურად ადასტურებს

Associated Press: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარების ბრძანება გასცა: პიოტრ მიულერი

“სოლიდარობა პოლონეთს…მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი” – რა განცხადებას ავრცელებენ ლიტვა და ესტონეთი

“ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”: არტის პაბრიქსი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

“რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა ცინიკური სილაა “დიდ ოცეულის” 19 წევრისთვის” – ზელენსკი

შარლ მიშელი: ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით

“სიტუაციას ვაკვირდებით…ვესაუბრე პრეზიდენტ ანჟეი დუდას” – იენს სტოლტენბერგი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g