ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს, – ასე ეხმაურება ლატვიის ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი არტის პაბრიქსი, პოლონეთში სავარაუდოდ რუსული რაკეტების ჩამოვარდნას.
როგორც ის აცხადებს, ეს არის „რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული“.
“ვუსამძიმრებ ჩვენს პოლონელ ძმებს. რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა რაკეტები ისროლა…ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”, – წერს არტის პაბრიქსი “ტვიტერში”.
My condolences to our Polish brothers in arms. Criminal Russian regime fired missiles which target not only Ukrainian civilians but also landed on NATO territory in Poland. Latvia fully stands with Polish friends and condemns this crime.
— Artis Pabriks (@Pabriks) November 15, 2022
მედიის ცნობით, პოლონეთის საზღვარზე სავარაუდოდ რუსული რაკეტები ჩამოვარდა.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პოლონეთის სამთავრობო სპიკერის პიოტრ მიულერის განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის საგანგებო სხდომას გამართავს.
ამავე თემაზე:
Associated Press: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა – არის მსხვერპლი