LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სოლიდარობა პოლონეთს…მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი” – რა განცხადებას ავრცელებენ ლიტვა და ესტონეთი

109
BeFunky-collage - 2022-11-16T001046.979

პოლონეთ-უკრაინის საზღვართან რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, ლიტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ორი ქვეყანა პოლონეთს სოლიდარობას უცხადებს და მზად არიან დაიცვან NATO-ს ყოველი სანტიმეტრი.

“უახლესი ამბები პოლონეთიდან ყველაზე შემაშფოთებელია. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზადაა დაიცვას ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთი”, – წერია ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

“ვინარჩუნებთ მჭიდრო კონტაქტს ჩვენს პოლონელ მეგობრებთან. ლიეტუვა მტკიცე სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს.

NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დაცული უნდა იყოს”, – აცხადებს ლიტვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

მედიის ცნობით, პოლონეთის საზღვარზე სავარაუდოდ რუსული რაკეტები ჩამოვარდა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პოლონეთის სამთავრობო სპიკერის პიოტრ მიულერის განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის საგანგებო სხდომას გამართავს.

ამავე თემაზე:

Associated Press: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარების ბრძანება გასცა: პიოტრ მიულერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g