პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემები The Associated Press და CNN ავრცელებენ.
მათივე ცნობით, მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც Associated Press-ი აშშ-ს დაზვერვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, პოლონეთში სავარაუდოდ რუსული რაკეტები ჩამოვარდა.
ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს პოლონური მედიაც და წერს, რომ ქვეყანაში რუსული რაკეტები ჩამოვარდა.
BREAKING:
2 Russian stray missiles have just hit a farm in Przewodów on the Polish side of the Polish-Ukrainian border, killing 2 Poles.
Polish PM Morawiecki & President Duda have summoned a crisis meeting of the National Security Bureau.
NATO article 5? pic.twitter.com/sDSoGMO6xP
— Visegrád 24 (@visegrad24) November 15, 2022
ამ დროისთვის, პოლონურ მხარეს აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პოლონეთის სამთავრობო სპიკერის პიოტრ მიულერის განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის საგანგებო სხდომას გამართავს.
ამავე თემაზე: