რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებას პროვოკაცია უწოდა.
როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„პოლონური მედიისა და ოფიციალური პირების დასახელებულ პუნქტ ფშევოდუვთან თითქოსდა “რუსული” რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებები მიზანმიმართული პროვოკაციაა ვითარების ესკალაციისთვის. პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან რუსეთის ძალების მიერ არანაირი დარტყმები არ განხორციელებულა. პოლონური მედიის მიერ დასახლებულ გამოქვეყნებულ ნამსხვრევებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის ძალებთან”, – ვკითხულობთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც მანამდე მედიები წერდნენ, პოლონეთის საზღვარზე სავარაუდოდ 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პოლონეთის სამთავრობო სპიკერის პიოტრ მიულერის განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის საგანგებო სხდომას მართავს.
ამავე თემაზე:
Associated Press: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა – არის მსხვერპლი
“ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”: არტის პაბრიქსი