LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთი საზღვართან მომხდარ აფეთქებას და 2 ადამიანის გარდაცვალებას ოფიციალურად ადასტურებს

103
BeFunky-collage - 2022-11-16T021439.172

პოლონეთი საზღვართან მომხდარ აფეთქებას და 2 ადამიანის გარდაცვალებას ოფიციალურად ადასტურებს.

“სიენენის” ცნობით, აღნიშნულის შესახებ ვარშავაში პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებობენ ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც აზუსტებენ სიტუაციას და მეტი დეტალის შესაგროვებლად მუშაობას გააგრძელებენ.

“სიენენის” ცნობით, ოფიციალურ განცხადებაში საუბარია აფეთქებაზე, თუმცა არ არის ნახსენები რაკეტების ჩამოვარდნა და არც მისი სავარაუდო რუსული წარმომავლობა.

მიულერთან საუბრისას, ეროვნული უსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელმა იაცეკ სიევიერამ დასძინა, რომ პოლონეთის ხელისუფლება კავშირშია “ნატო-ს” პარტნიორებთან და ამერიკელ კოლეგებთან.

ასევე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პოლონეთის მთავრობა ზოგიერთი სამხედრო ნაწილის საბრძოლო მზადყოფნას ზრდის.

ამასთანავე, პოლონეთის მთავრობაში გადაწყვიტეს, რომ გადაემოწმებინათ, არის თუ არა საფუძველი ჩრდილოატლანტიკური პაქტის მე-4 მუხლის მიხედვით პროცედურების დაწყების.

ამავე თემაზე:

Associated Press: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარების ბრძანება გასცა: პიოტრ მიულერი

“სოლიდარობა პოლონეთს…მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი” – რა განცხადებას ავრცელებენ ლიტვა და ესტონეთი

“ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”: არტის პაბრიქსი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

“რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა ცინიკური სილაა “დიდ ოცეულის” 19 წევრისთვის” – ზელენსკი

შარლ მიშელი: ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით

“სიტუაციას ვაკვირდებით…ვესაუბრე პრეზიდენტ ანჟეი დუდას” – იენს სტოლტენბერგი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g