LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთის მთავრობა ზოგიერთი სამხედრო ნაწილის საბრძოლო მზადყოფნას ზრდის

72
BeFunky-collage - 2022-11-16T015524.998

ჩვენ ვზრდით ზოგიერთი სამხედრო ნაწილის და სხვა უნიფორმირებული სამსახურის მზადყოფნას, – აღნიშნულის შესახებ პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა ეროვნული უსაფრთხოების ბიუროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ის აცხადებს, გადაწყვიტეს, რომ გადაემოწმებინათ, არის თუ არა საფუძველი ჩრდილოატლანტიკური პაქტის მე-4 მუხლის მიხედვით პროცედურების დაწყებისთვის.

„სიტუაციიდან გამომდინარე, განხორციელდა პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია ასეთ ვითარებაში, მათ შორის, ცოტა ხნის წინ გადაწყდა პოლონეთში ზოგიერთი საბრძოლო და სამხედრო ნაწილის მზადყოფნის გაზრდა და უნიფორმირებული სამსახურების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება. ჩვენ ახლახან გადავწყვიტეთ გადავამოწმოთ, არის თუ არა ჩრდილოატლანტიკური პაქტის მე-4 მუხლის მიხედვით პროცედურების დაწყების საფუძველი”,- განაცხადა მთავრობის სპიკერმა.

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი ადგენს, რომ „მხარეები კონსულტაციებს გამართავენ ერთმანეთთან, როცა რომელიმე წარმომადგენლის აზრით, საფრთხე ემუქრება რომელიმე მხარის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას“.

შეგახსენებთ, რომ მედიის ცნობით, პოლონეთის საზღვარზე სავარაუდოდ 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პოლონეთის სამთავრობო სპიკერის პიოტრ მიულერის განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის საგანგებო სხდომას მართავს.

ამავე თემაზე:

Associated Press: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარების ბრძანება გასცა: პიოტრ მიულერი

“სოლიდარობა პოლონეთს…მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი” – რა განცხადებას ავრცელებენ ლიტვა და ესტონეთი

“ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”: არტის პაბრიქსი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

“რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა ცინიკური სილაა “დიდ ოცეულის” 19 წევრისთვის” – ზელენსკი

შარლ მიშელი: ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით

“სიტუაციას ვაკვირდებით…ვესაუბრე პრეზიდენტ ანჟეი დუდას” – იენს სტოლტენბერგი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები