LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიტუაციას ვაკვირდებით…ვესაუბრე პრეზიდენტ ანჟეი დუდას” – იენს სტოლტენბერგი

108
იენს სტოლტენბერგი

ალიანსი აკვირდება სიტუაციას და ჩვენი მოკავშირეები მჭიდროდ ახორციელებენ კონსულტაციებს, – ასე ეხმაურება NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პოლონეთში სავარაუდოდ რუსული რაკეტების ჩამოვარდნას.

მისივე თქმით, აფეთქების შესახებ პოლონეთის პრეზიდენტს ესაუბრა და დაღუპულების გამო მიუსამძიმრა.

“ვესაუბრე პრეზიდენტ დუდას მომხდარი აფეთქების შესახებ. მივუსამძიმრე დაღუპულები გამო. NATO აკვირდება სიტუაციას და ჩვენი მოკავშირეები მჭიდროდ ახორციელებენ კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი გაირკვეს”, – წერს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, რომ მედიის ცნობით, პოლონეთის საზღვარზე სავარაუდოდ 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პოლონეთის სამთავრობო სპიკერის პიოტრ მიულერის განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის საგანგებო სხდომას მართავს.

ამავე თემაზე:

Associated Press: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარების ბრძანება გასცა: პიოტრ მიულერი

“სოლიდარობა პოლონეთს…მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი” – რა განცხადებას ავრცელებენ ლიტვა და ესტონეთი

“ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”: არტის პაბრიქსი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

“რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა ცინიკური სილაა “დიდ ოცეულის” 19 წევრისთვის” – ზელენსკი

შარლ მიშელი: ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები