LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელი: ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით

99
შარლ მიშელი

ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით, – ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი პოლონეთში სავარაუდოდ რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას.

შარლ მიშელმა “ტვიტერში” გავრცელებულ პოსტში მომხდარის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

“შოკირებული ვარ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ან სხვა საბრძოლო მასალის შესახებ ცნობებით.
ვუსამძიმრებ ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით.

მე მაქვს კონტაქტი პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროპული საბჭოს წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან”, – წერს შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, რომ მედიის ცნობით, პოლონეთის საზღვარზე სავარაუდოდ 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პოლონეთის სამთავრობო სპიკერის პიოტრ მიულერის განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის საგანგებო სხდომას მართავს.

ამავე თემაზე:

Associated Press: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარების ბრძანება გასცა: პიოტრ მიულერი

“სოლიდარობა პოლონეთს…მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი” – რა განცხადებას ავრცელებენ ლიტვა და ესტონეთი

“ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”: არტის პაბრიქსი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

“რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა ცინიკური სილაა “დიდ ოცეულის” 19 წევრისთვის” – ზელენსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g