LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა ცინიკური სილაა “დიდ ოცეულის” 19 წევრისთვის” – ზელენსკი

107
BeFunky-collage - 2022-11-16T010151.667

რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა ცინიკური სილაა “დიდ ოცეულის” 19 წევრისთვის, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარი ფაქტი შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან საუბრისას განიხილა.

“შვედეთის პრემიერმინისტრ ულფ კრისტერსონთან საუბრისას განვიხილეთ რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა. უკრაინელების გენოციდის ეს აქტი, ჩემი სამშვიდობო გეგმის საპასუხოდ არის ცინიკური სილა 19, G20 ჯგუფის და მთელი მსოფლიოს წინაშე. მადლობას გიხდით შვედეთისგან უკრაინის თავდაცვის ახალი პაკეტისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას”, – წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ მედიის ცნობით, პოლონეთის საზღვარზე სავარაუდოდ 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პოლონეთის სამთავრობო სპიკერის პიოტრ მიულერის განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის საგანგებო სხდომას მართავს.

ამავე თემაზე:

Associated Press: პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რაკეტა ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომის ჩატარების ბრძანება გასცა: პიოტრ მიულერი

“სოლიდარობა პოლონეთს…მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი” – რა განცხადებას ავრცელებენ ლიტვა და ესტონეთი

“ლატვია სრულად დგას პოლონელი მეგობრების გვერდით და გმობს ამ დანაშაულს”: არტის პაბრიქსი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები