ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტთან მეშახტეები იკრიბებიან. მეშახტეები აქციას გამართავენ და პრემიერმინისტრის ინიციატივის, რომელიც შახტის დახურვის პერიოდში დასაქმებულებისთვის ხელფასების გაცემას გულისხმობს, წერილობითი დოკუმენტის სახით გაფორმებას მოითხოვენ.
კომპანია „საქნახირში“ დასაქმებულები ეჭვობენ, რომ გაცდენილ დღეებს ადმინისტრაცია არ ააუნაზღაურებს.
„ვითხოვთ წერილობით დაგვიდასტურონ, რომ ვიდრე გამოძიება დასრულდება და შახტები გაიხსნება, დაპირებულ ხელფასებს ნამდვილად მივიღებთ,” – განაცხადა მეშახტე ზაზა ბედელაძემ.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ ვიდრე ტყიბულის შახტი დახურული იქნება, დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ.