LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქნახშირი“ სახელწმიფომ არ უნდა იჩუქოს – ოთარ კახიძე

92

ევროპული საქართველოს წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე ფიქრობს, რომ “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისგან” სახელმწიფომ “საქნახშირი” არ უნდა იჩუქოს. ოთარ კახიძის განცხადებით, სახელმწიფოსთვის კომპანიის გადაცემა არასწორია, იმიტომ რომ ის შეძლებს სათანადოდ მიხედოს ქვანახშირის მოპოვებას.

“უნდა მოხდეს ან ხელახალი პრივატიზაცია ამ საბადოსი, ან თუ გამოდის, რომ ადამიანების ხოცვის გარეშე ქვანახშირს ვერ მოვიპოვებთ, აქცენტი უნდა გაკეთდეს ადამიანის სიცოცხლის სასარგებლოდ. თითის გაშვერა, რომ კვირიკაშვილის ბრალია, ხვალ ბახტაძის ბრალი იქნება,” – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ტყიბულში მინდელის შახტში  აფეთქებას კიდევ  4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები