LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს პირდაპირ პუტინის რეჟიმის არგუმენტების გამეორებაა: კახიძე სასამართლოს წარმომადგენლების განცხადებებზე

69
ოთარ კახიძე

“სასამართლოს წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე, დასავლეთის მიმართულებით, აშშ-ისა და ევროკავშირზე ასეთი ტონით საუბარი საკმაოდ შემაშფოთებელი რიტორიკაა.” – ასე ეხმიანება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე მოსამართლეების განცხადებებს და მათ მიერ გავრცელებულ წერილს.

კახიძე აღნიშნავს, რომ ეს პირდაპირი გამეორებაა პუტინის რეჟიმის არგუმენტის, რომ რაღაც სუვერენული დემოკრატია არსებობს და ამ კუთხით დასავლეთი არ უნდა ჩაერიოს და რომ შესაბამისი რჩევები არ უნდა მოგვცენ.

როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, თუ საქართელო ფეხზე დგას, ეს სწორედ დასავლეთის დამსახურებაა და ასეთი პუტინური არგუმენტებით საუბარი, მითუმეტეს, როდესაც სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს ყველა აცნობიერებს, ძალიან შემაშფოთებელია და მიჰყვება იმ გეზს, რაც ივანიშილის რეჟიმს აქვს აღებული:

“აშშ-ისა და ევროკავშირის დახმარებასა და მათ გვერდით დგომაზე არის ძალიან დიდწილად დამოკიდებული საქართველოს სუვერენიტეტიც, ტერიტორიული მთლიანობაც და ჩვენ, როგორც სახელმწიფო, რომ ფეხზე ვართ, არის სწორედ დასავლეთის და ამ ქვეყნების ოჯახის დამსახურება.

ასეთი პუტინური არგუმენტებით საუბარი, როდესაც ყველა აცნობიერებს, ყველა მიუკერძოებელი დამკვირვებელი ამ ქვეყანაში, არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ მთლიანი არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი და ვინც კი საქართველოს მეგობარი და გულშემატკივარია, ყველა ამბობს, რომ ძალიან მძიმე პრობლემები გვაქვს სასამართლო სისტემაში, ამის პასუხად კი სუვერენულ დემოკრატიაზე აპელირება არის ძალიან შემაშფოთებელი, თუმცა ლოგიკურად ჯდება იმ მიმართულებაში, რაც აქვს მთლიანად ივანიშვილის რეჟიმს აღებული იმ გეზში, რომ ისინი ცდილობენ თავიანთი ოლიგარქის მმართველობის განსამტკიცებლად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ხელში ჩაიგდონ.” – თქვა კახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები