ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოზარდი, რომელიც ფონიჭალაში, კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა.
14 წლის გოგონა, კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” იმყოფებოდა და როგორც ექიმები ამბობენ, მას არაერთი ოპერაციაც ჩაუტარდა.
,,შესაძლოა, მოცულობა ტრავმის უფრო გაიზარდოს კვლევების შემდეგ"
მდგომაროება ძალიან მძიმეა - ფონიჭალაში მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილ მოზარდს ოპერაცია უტარდება
მიუხედავად ამისა, კლინიკის ინფორმაციით, მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ფონიჭალაში გუშინ მოხდა. 14 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადავარდა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.