LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი 100: ლეომ საერთაშორისო რეკორდი დაამყარა

43

ლიონელ მესის მორიგი რეკორდი.
არგენტინელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც საერთაშორისო ტურნირებზე 100 გოლი გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში, რომელშიც „ბარსელონა“ „სელტიკს“ დაუპირისპირდა, მესიმ დუბლი შეასრულა. ეს მისი 99-ე და მე-100 გოლები იყო საერთაშორისო ტურნირებზე, რომელთაგან 92 ლეომ ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა, 3 ევროპის სუპერთასზე და 5 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ვარსკვლავმა ამ შედეგს 119 შეხვედრაში მიაღწია.

მეორე ადგილზე იმყოფება კრიშტიანო რონალდო, რომელსაც საერთაშორისო ტურნირებზე 99 გოლი აქვს გატანილი ”სპორტინგის, ”მანჩესტერ იუნაიტედისა” და ”რეალის” მაისურით.
141 შეხვედრაში პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგაზე 96, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე 1 და ევროპის სუპერთასზე 2 გოლი გაიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g