LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ამერიკაში პირველი კაცია: ლეო ყველაზე პოპულარულია და შესანიშნავ შვიდეულს აჯობა – რონალდოს 4-ჯერ ჯობნის

136
7YIQ2DADK3VPIM6CU2CL6UXCV4

ლეო მესი აშშ-ს ყველაზე პოპულარულ სპორტსმენად აღიარეს.

არგენტინელმა, რომელიც „ინტერ მაიამიში“ 2023 წლის ზაფხულიდან გამოდის, პირველი ადგილი დაიკავა SSRS-ის მიერ ორგანიზებული კვლევების შედეგებით. კომპანია თითქმის 30 წლის განმავლობაში ყოველთვიურად სთხოვს რესპოდენტებს დაასახელონ საყვარელი პროფესიონალი სპორტსმენი და შემდეგ შედეგებს კვარტლების მიხედვით ალაგებს.

მესის MLS-ში გადასვლამდე სხვადასხვა დროს საუკეთესო მხოლოდ შვიდი სპორტსმენი ხდებოდა: მაიკლ ჯორდანი, ტაიგერ ვუდსი, პეიტონ მენინგი, კობი ბრაიანტი, სტეფ კარი, ლებრონ ჯეიმსი და ტომ ბრედი.

მესი ყველაზე პოპულარული 2023 წლის მეოთხე კვარტლის მიხედვით გახდა და ამასთან პირველი ფეხბურთელია, რომელიც ამ რეიტინგს სათავეში მოექცა.

2023 წლის პირველ კვარტალში ლიდერი ბრედი იყო, მეორე-მესამეში – ჯორდანი.

მესის ტრანსფერის შემდეგ ამერიკელების საყვარელი კლუბი „ინტერ მაიამი“ გახდა, რომელმაც „ლოს ანჯელეს გალაქსს“ გაასწრო. „ინტერი“ საერთო ჩამოთვალაში მე-4 ადგილზე გადავიდა. მასზე უფრო პოპულარულები არიან მხოლოდ „ბარსელონა“, „რეალი“ და „მანჩესტერი“.

ლეო მესი კრიშტიანო რონალდოზე 4-ჯერ უფრო პოპულარულია აშშ-ში.
ასეთია SSRS-ის გამოკითხვის შედეგები.

ბოლო 10 წლის განმავლობაში მესი და რონალდო ყველაზე ცნობადი ფეხბურთელები არიან შტატებში და სხვა ყველას ბევრად უსწრებენ. თუმცა ბოლო წელიწადს არგენტინელის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა პორტუგალიელთან შედარებით.

ამის მიზეზია მესის გამარჯვება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და რა თქმა უნდა „ინტერ მაიამიში“ გადასვლა.
2023 წლის დეკემბრის მონაცემებით ლეომ ხმების 21.3% მოაგროვა, საუდის არაბეთში წასულმა კრიშტიანომ კი – დაახლოებით 6%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები